დავით ვერავა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოებას დაესწრო

მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და პედაგოგებთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის აცდმინისტრაცია ვერცელებს.
ღონისძიებაზე საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი 10 ღვაწლმოსილ პედაგოგს გადაეცა.
დაჯილდოებულთა შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან, სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნარგიზ თავართქილაძე.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სახელმწიფო რწმუნებულები და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.













