დავით ვერავა: 9 აპრილი ჩვენი ისტორიული მისისა და ეროვნული იდენტობის გამარჯვების დღეა

ზუგდიდში 9 აპრილის მემორიალი სახელმწიფო რწმუნებულმა, ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ზუგდიდის დელეგატმა შეამკეს.
„37 წელი გავიდა 9 აპრილის ტკივილიანი დღიდან. ეს იყო დიდი მწუხარების დღეები, რომელმაც საბოლოოდ ჩვენს ქვეყანას ნანატრი თავისუფლება მოუტანა. ეს დღე იყო ჩვენი ისტორიული მისისა და ეროვნული იდენტობის გამარჯვების დღე. 1989 წლის 9 აპრილი საქართველოსთვის გლოვასთან ერთად იყო, უდიდესი ერთობისა და ერის შეუდრეკელი ბრძოლის სიმბოლო!
9 აპრილის გმირებს შორისაა ჩვენი რეგიონიდან აზა ადამია, მათი თავდადება მაგალითია მომავალი თაობებისთვის. მადლობა გმირებს თავისუფლებისთვის, დიდება და წარმატებები ჩვენს ქვეყანას!
დღეს, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მივაგეთ და ზუგდიდში მდებარე მემორიალთან“ - წერს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა.
მსგავსი სიახლეები

დავით ვერავა: ვუსურვებ ღვთის შეწევნას, გამძლეობას და დღეგრძელობას ჩვენი ეკელსიის ახალ საჭეთმპყრობელს!
გიორგი ჯინჭარაძე: აფხაზეთობის ღონისძიება ჩვენი იდენტობის, ენისა და იმ სულიერი ერთობის ზეიმია, რომელსაც ვერანაირი დრო და მავთულხლართი ვერაფერს აკლებს




