დავით ვერავა: ვუსურვებ ღვთის შეწევნას, გამძლეობას და დღეგრძელობას ჩვენი ეკელსიის ახალ საჭეთმპყრობელს!

კათოლიკოს-პატრიარქად შიო მესამეს არჩევას ულოცავს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა:
„ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შიო მესამეს პატრიარქად არჩევას!
დარწმუნებული ვარ, ახალი პატრიარქი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული ეკლესიის კიდევ უფრო გაძლიერებასა და რწმენის განმტკიცებაში. ჩვენი ბრძენი პატრიარქის ილია მეორის მიერ მისი მოსაყდრედ დასახელება, სწორედ შიო lll-ის გამორჩეულობას უსვამს ხაზს.
ვუსურვებ ღვთის შეწევნას, გამძლეობას და დღეგრძელობას ჩვენი ეკელსიის ახალ საჭეთმპყრობელს!
სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას! ღმერთი ფარავდეს ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს სამშობლოს!“ - წერს დავით ვერავა.
მსგავსი სიახლეები

დავით ვერავა: 9 აპრილი ჩვენი ისტორიული მისისა და ეროვნული იდენტობის გამარჯვების დღეა

დავით ვერავა და ლევან ზაუტაშვილი რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ




