პროგრამის - „ჩემი პირველი ნერგი" ფარგლებში, ჩხოროწყუში პირველკლასელებმა ნერგები დარგეს

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დღეს გამწვანების ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია, მოადგილეებთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ და პირველკლასელებთან ერთად სხვადასხვა ლოკაციაზე ნერგების დარგვის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პირველკლასელებმა რვა სხვადასხვა ლოკაციაზე 165 პირველი ნერგი დარგეს.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელის ჩართულობას ითვალისწინებს.
ინიციატივის მიზანია ბავშვებში ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარება.
პროგრამის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და ადგილობრივი თვითმმართველობები







