აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება I ნაურუზე „უპრეცედენტო ზეწოლა“ განხორციელდა

ნაურუს რესპუბლიკის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ,,აღიარების“ გაუქმებას, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. მათი განცხადებით, ნაურუზე „უპრეცედენტო ზეწოლა" განხორციელდა:
„აფხაზეთის რესპუბლიკისა და ნაურუს რესპუბლიკის თანამშრომლობის განვითარება მუდმივად აწყდებოდა საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების მხრიდან წინააღმდეგობას. მას შემდეგ რაც ინიციატივებმა პრაქტიკულ სივრცეში დაიწყეს გადასვლა ნაურუს რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიული საგარეო ზეწოლის კამპანია გაჩაღდა. ამოქმედებულ იქნა დახრჩობისა და იძულების დაუშვებელი მეთოდების მთელი არსენალი - უპრეცედენტო პოლიტიკური შანტაჟითა და უხეში დიპლომატიური ზეწოლით დაწყებული, ღია ფინანსურ-ეკონომიკური რეპრესიებითა და სადამსჯელო სასანქციო ზომებით დამთავრებული, რომლებიც მიმართული იყო ნაურუს რესპუბლიკის სუვერენული გადაწყვეტილების გადახედვისკენ”, - ნათქვამია საქართველოს დროებით ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „საგარეო უწყების” განცხადებაში.






