სოხუმში 54 მეტრის სიგრძის მანდარინის ნამცხვარი გამოაცხვეს

მანდარინის ფესტივალის ფარგლებში, ოკუპირებულ აფხაზეთში 54 მეტრის სიგრძის მანადრინის ნამცხვარი წარმოადგინეს.
როგორც ადგილობრივი გამოცემა „აფსნიპრესი“ იუწყება რეკორდული ტორტის შექმნაზე 32 კაფეს, რესტორნისა და საკონდიტრო მაღაზიის 45 კონდიტერი მუშაობდა.
„კლასიკური რეცეპტების ნაცვლად, კონდიტერებმა სხვადასხვა ციტრუსის შიგთავსი გამოიყენეს - ლიმონი, ფორთოხალი და მანდარინი - რათა სტუმრებს ათობით სხვადასხვა არომატის დაგემოვნება შეძლებოდათ“, წერს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი გამოცემა.
მანდარინის ფესტივალი სოხუმში 6-დან 10 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა.






