საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატზე გამოვა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას იწყებს. ჩვენი ქვეყნის გუნდი კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მეშვიდედ ითამაშებს.
ეროვნული ნაკრების ღირსებას 15 მოთამაშე დაიცავს. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრების მეტოქე საბერძნეთი იქნება.
ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2014 წელს ითამაშეს, ხოლო საუკეთესო შედეგს 2022 წელს მიაღწიეს, როდესაც ტურნირზე მერვე ადგილი დაიკავეს.
თითოეული ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე სამი საუკეთესო ნაკრები გადის, ხოლო ჯგუფების ბოლო ადგილოსნები ჩემპიონატზე ბოლო ოთხი ადგილის გასანაწილებლად იბრძოლებენ. საქართველო - საბერძნეთის მატჩი დღეს თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების შემადგენლობა:
1. ირაკლი რაზმაძე, 2. საბა ტყეშელაშვილი, 3. ვატო დადვანი, 4. ნიკა შუშიაშვილი, 5. ანდრო ბითაძე, 6. დუშან ვასიჩი, 7. სანდრო ადეიშვილი, 8, იოვან სარიჩი, 9. რევაზ იმნაიშვილი, 10. გიორგი მაგრაქველიძე, 11. ველკო ტანკოსიჩი, 12. სტეფან პიეშივაცი, 13. გიორგი გვეტაძე, 14. ანდრია ვლაოვიჩი, 15. ლუკა ჩიქოვანი.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
11 იანვარი, 23:30 | საბერძნეთი – საქართველო
13 იანვარი, 15:45 | საქართველო – ხორვატია
15 იანვარი, 21:00 | სლოვენია – საქართველო






