მაგისტრალური მილის დაზიანების გამო წალენჯიხას გაზმომარაგება შეუწყდა

მაგისტრალური გაზსადენი მილის დაზიანების გამო წალენჯიხის მუნიციპალიტეტს გაზმომარაგება შეუწყდა. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრ ელებს:
,,,,სოკარ ჯორჯია გაზის” ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭაქვინჯის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე დაზიანდა მაღალი წნევის გაზსადენი მილი, რომლითაც ბუნებრივი გაზი მიეწოდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტს.
ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაზმომარაგება დროებით შეწყვეტილია.
გაზმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება. აღდგენის შესახებ ინფორმაცია დამატებით გეცნობებათ” - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.






