აბაშის საკრებულოს წევრი შალვა ჯღარკავა გარდაიცვალა

აბაშის საკრებულოს წევრი, საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, შალვა ჯღარკავა გარდაიცვალა. ჯღარკავა ბოლო პრიოდის განმავლობაში მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა. საკრებულოს წევრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას და სამძიმრის წერილს აბაშის საკრებულო და მერია ავრცელებენ.
„შალვა ჯღარკავა წლების განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იგი იყო გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის მქონე საჯარო მოხელე, გამოირჩეოდა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობითა და საქმისადმი ერთგულებით.
მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის, არამედ კოლეგებისა და მთლიანად ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის“ - წერია სამძიმრის წერილში.






