მარტვილის მერი სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია, საკრებულოს თავმჯდომარე ელდარ თოდუასთან ერთად, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა.
შეხვედრაზე მოსახლეობისთვის ტყეკაფების გამოყოფისა და საშეშე მერქნით უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის არაგაზიფიცირებული სოფლების მოსახლეობისთვის შეშის დროული და შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ტყეკაფებით სარგებლობის პროცედურები და ის ტერიტორიები, სადაც მოსახლეობას საშეშე მერქნის მოპოვება შეეძლება. ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ დროისთვის მარტვილის მუნიციპალიტეტში ტყეკაფები 26 ლოკაციაზეა გამოყოფილი, უახლოეს დღეებში კი კიდევ 4 ასეთი ლოკაცია დაემატება.
შეხვედრას საკრებულოს დეპუტატები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.






