stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

პირველ ხორგაში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

პირველ ხორგაში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

4 ნოემბერი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

140

ამბები სამეგრელოდან

1764

ამბები სვანეთიდან

105

არჩევნები

355

ახალი ამბები

4405

დღის ამბები

2773

დღის ფოტო

86

ეკონომიკა

136

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

26

კულინარია

9

კულტურა

333

მთელი კვირა

1

მსოფლიო

135

პოლიტიკა

932

რეკლამა

697

საზოგადოება

235

სამართალი

192

სპორტი

244

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

38

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

ახალი ამბებიდღის ამბები

რა საკითხები განიხილეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის საკითხებზე დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე

7 საათის წინ / 4 ნოემბერი 2026
რა საკითხები განიხილეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის საკითხებზე დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის საკითხებზე დროებითი სამთავრობო კომისიის 30-ე სხდომა გაიმართა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, კომისიის თანათავმჯდომარემ თეა ახვლედიანმა გახსნეს. სხდომას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად დაესწრო.

სხდომის ფარგლებში კომისიის წევრებმა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს და იმ ღონისძიებებზე იმსჯელეს, რომლებიც აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას ემსახურება. განიხილეს მოსახლეობის მხარდაჭერის მიმდინარე პროგრამები და მიიღეს გადაწყვეტილება ზამთრის სეზონზე გათბობის ხარჯების დასაფარად ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ. ასევე შეჯერდნენ  გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2026-2027 სასწავლო წლის დაფინანსების საკითხებზე.

რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ კომისიის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება, მათი სოციალური პირობებისა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება. მინისტრმა ასევე ისაუბრა კომისიის ფარგლებში ამ მიმართულებით 2025 წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებსა და მოსახლეობის მხარდამჭერ ღონისძიებებზე, რომლებიც 2026 წელსაც გრძელდება.

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზების სიახლოვეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერისა და ამ მიმართულებით კომისიის მიერ გაწეული ძალისხმევის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, მათი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება არის ერთგვარი გზავნილი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც, როგორც საქართველოს ხელისუფლების ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის თვალსაჩინო გამოვლინება.

რა საკითხები განიხილეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის საკითხებზე დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე - image 2
რა საკითხები განიხილეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის საკითხებზე დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე - image 3
რა საკითხები განიხილეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის საკითხებზე დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე - image 4
Banner 1
წინა პოსტი

ბექა ვაჭარაძე: „ვამაყობთ ჩვენი ჩემპიონით - ელენე დვალმა ფოთის კრივის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა“

შემდეგი პოსტი

კურზუს სკოლის დაარსებიდან 145 წელი გავიდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 10 ნოემბრიდან დაიწყება

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 10 ნოემბრიდან დაიწყება

რა პროექტები განიხილეს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე [სრული სია]

რა პროექტები განიხილეს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე [სრული სია]

ე.წ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გალში იმყოფებოდა I რა საკითხები განიხილეს?

ე.წ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გალში იმყოფებოდა I რა საკითხები განიხილეს?

დღის ამბები

პირველ ხორგაში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კურზუს სკოლის დაარსებიდან 145 წელი გავიდა

რა საკითხები განიხილეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის საკითხებზე დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე

ბექა ვაჭარაძე: „ვამაყობთ ჩვენი ჩემპიონით - ელენე დვალმა ფოთის კრივის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა“

ᲙᲝᲚᲮᲔᲗᲘᲡ ᲔᲠᲝᲕᲜᲣᲚᲘ ᲞᲐᲠᲙᲘ ᲢᲣᲠᲘᲖᲛᲘᲡ ᲔᲠᲝᲕᲜᲣᲚᲘ ᲓᲐᲯᲘᲚᲓᲝᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲣᲚᲘᲐ