ჩხოროწყუში სახალხო დღესასწაული „ჩხოროწყუობა 2026“ აღინიშნა
ჩხოროწყუობის სახალხო დღესასწაულს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან, პარლამენტის წევრებთან, რწმუნებულის მაოდგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოამდგენლებთან ერთად დაესწრო.
ჩხოროწყუში დღესასწაულთან დაკავშირებით მოეწყო ეთნოსივრცეები, გაიმართა მეგრული სამზარეულოს მასტერკლასი, ხელნაკეთი აქსესუარებისა და ადგილობრივი რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. ჩატარდა სპორტული ღონისძიებები. საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ წარმოდგენილი იყო საბრძოლო იარაღები.
ღონისძიებების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ იზორიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიამ, საპატიო ჩხოროწყუელები დააჯილდოვეს. დაჯილდოვდა სხვადასხვა პროფესიის 12 დამსახურებული მოქალაქე.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. სახალხო დღესასწაული ჯგუფ „ურსას“ კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება.





