ისტორიული მედალი | საბა მარკელია ტაილანდურ კრივში ევროპის ვიცე ჩემპიონი გახდა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტაილანდურ კრივში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე ქართველმა სპორტსმენმა მედალი პირველად მოიპოვა. საბა მარკელიამ (U18, -60 კგ) ფინალი ფრანგ მოწინააღმდეგესთან დათმო და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსთვის ამ ასაკობრივ კატეგორიასა და წონაში ეს ისტორიული მედალია.






