ხობელი მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია ევროპის ჩემპიონი გახდა

ნოვი სადში მიმდინარე 23 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების მოჭიდავემ, ნუგზარ წურწუმიამ 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ფალავანმა ფინალურ ბრძოლაში, რუმინელი სპორტსმენი ფლორინ ტიტა უდიდესი უპირატესობით, ანგარიშით 9-0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
![ვინ გახდნენ საპატიო სენაკელები [სრული სია]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F11%2Fimg_0967-1795948359293.jpeg&w=3840&q=75)





