stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

თხილის დაცვის პროგრამაში ჩასართავად 5 ათასამდე ფერმერმა ასოციაციას უკვე მიმართა

05.03.2019 / 5 მარტი 2019
თხილის დაცვის პროგრამაში ჩასართავად 5 ათასამდე ფერმერმა ასოციაციას უკვე მიმართა

თხილის დაცვის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს ხელისუფლების და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები აქტიურად ახორციელებენ. შეხვედრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჯახაოსა და ონოღიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია დაესწრო. მან ადგილობრივებს, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად სახელმწიფო პროგრამა გააცნო და მეთხილე ფერმერებს მასში აქტიურად მონაწილეობისკენ მოუწოდა.

კამპანია მიზნად თხილის მოსავლის გადარჩენას ისახავს. ასოციაცია, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 200-მდე სოფელში, ფერმერებს თხილის მოვლის შესახებ ინფორმაციას პირადად მიაწვდის. პროგრამის ფარგლებში თხილის მოვლის ყველა ეტაპზე, მოხდება ფერმერებისთვის აგრონომების რეკომენდაციის გაწევა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა.

პროექტის ფარგლები სახელმწიფომ შეისყიდა და ასოციაციას გადასცა 2000 ერთეულ მაღალი ეფექტურობის შესაწამლი აპარატი და უსაფრთხოების საშუალებები, რომელიც მეთხილე ფერმერებს გადაეცემა. ასოციაციაში გაწევრიანების შემდეგ ფერმერები შეღავათიანი პირობებით შეძლებენ შეიძინონ სასუქი, პრეპარატები და პესტიციდები.

პროგრამა 1 მარტს დაიწყო და ასოციაციას გაწევრიანებისთვის უკვე მიმართა ათასამდე ფერმერმა. ასოციაციაში გაწევრიანება უფასოა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, გასული წლის შემოდგომაზე, მოსახლეობისთვის კომპეტენტური კონსულტაციის გაწევის მიზნით რეგიონის სოფლებში შეხვედრები გაიმართა.

კარდაკარის პრინციპით სხვადასხვა ჯგუფები მოქალაქეებს თხილის მოვლის და მავნებელთან ბრძოლის ეფექტურ საშუალებებს თხილის ბაღებშივე აცნობდნენ. ჯგუფების მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული ალექსანდრე მოწერელია.

თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, ახალ პროექტს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობების, კომპანია ,,ფერეროსა” და USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს.

Banner 1
წინა პოსტი

ზუგდიდის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს დახმარებას გაუწევს

შემდეგი პოსტი

ხობელი მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია ევროპის ჩემპიონი გახდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 45,380 ფერმერმა 15.8 მლნ ლარი დახმარება უკვე მიიღო

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 45,380 ფერმერმა 15.8 მლნ ლარი დახმარება უკვე მიიღო

სენაკში თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

სენაკში თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია დაიწყო

ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია დაიწყო

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026