ვინ გახდნენ საპატიო სენაკელები [სრული სია]
![ვინ გახდნენ საპატიო სენაკელები [სრული სია]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F11%2Fimg_0967-1795948359293.jpeg&w=3840&q=85)
,,ეგრისობის” ფარგლებში. სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება ათ მოქალაქეს მიენიჭა
ეგრისის ისტორიულ ციხე-ქალაქში გამართული სახალხო დღესასწაულის „ეგრისობა 2026“ ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა საპატიო სენაკელების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია იყო.
სხვადასხვა სფეროში გამორჩეული პროფესიული მოღვაწეობის, განსაკუთრებული დამსახურებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება ათ მოქალაქეს მიენიჭა.
2026 წლის საპატიო სენაკელები გახდნენ:
• დეკანოზი ნაზარ ჭანტურია, თეკლათის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი;
• პოლკოვნიკი დავით ფოფხაძე, საქართველოს თავდაცვის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისთვის;
• თინათინ ჭანტურია, დამსახურებული პედაგოგი;
• გოჩა ბაკურაძე, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, მეცენატი;
• ლევან თოლორდავა, ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრი;
• ნინო მიქაძე-კოდუა, დამსახურებული ექიმი-ნევროლოგი;
• ალექსანდრე ყურაშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვეტერინარიის სამსახურის თანამშრომელი;
• ლუარა ხურცილავა, პროფესიონალი ფარმაცევტი;
• ნურად მიშველია, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის;
• კარლო ჯაიანი, დამსახურებული მუსიკოს-აკომპანიატორი.
საპატიო სენაკელებს მედლები და სიგელები საქართველოს პარლამენტის წევრმა, ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატმა გიორგი ხახუბიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ ტყებუჩავამ გადასცეს.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი და „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი იციკ მოშე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
საპატიო სენაკელის წოდების მინიჭება მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ტრადიციაა, რომელიც იმ ადამიანების ღვაწლისა და დამსახურების აღიარებას ემსახურება, რომელთაც თავიანთი პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობით განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სენაკისა და ქვეყნის განვითარებაში.
![ვინ გახდნენ საპატიო სენაკელები [სრული სია] - image 2](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F11%2Fimg_0961-1795948359295.jpeg&w=3840&q=75)
![ვინ გახდნენ საპატიო სენაკელები [სრული სია] - image 3](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F11%2Fimg_0960-1795948359297.jpeg&w=3840&q=75)
![ვინ გახდნენ საპატიო სენაკელები [სრული სია] - image 4](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F11%2Fimg_0962-1795948359300.jpeg&w=3840&q=75)
![ვინ გახდნენ საპატიო სენაკელები [სრული სია] - image 5](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F11%2Fimg_0963-1795948359301.jpeg&w=3840&q=75)
![ვინ გახდნენ საპატიო სენაკელები [სრული სია] - image 6](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F11%2Fimg_0964-1795948359303.jpeg&w=3840&q=75)
![ვინ გახდნენ საპატიო სენაკელები [სრული სია] - image 7](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F11%2Fimg_0966-1795948359306.jpeg&w=3840&q=75)
![ვინ გახდნენ საპატიო სენაკელები [სრული სია] - image 8](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F11%2Fimg_0965-1795948359310.jpeg&w=3840&q=75)
![ვინ გახდნენ საპატიო სენაკელები [სრული სია] - image 9](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F11%2Fimg_0970-1795948426603.jpeg&w=3840&q=75)
![ვინ გახდნენ საპატიო სენაკელები [სრული სია] - image 10](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F11%2Fimg_0969-1795948426607.jpeg&w=3840&q=75)
![ვინ გახდნენ საპატიო სენაკელები [სრული სია] - image 11](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F11%2Fimg_0968-1795948426608.jpeg&w=3840&q=75)
![ვინ გახდნენ საპატიო სენაკელები [სრული სია]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F11%2Fimg_0967-1795948359293.jpeg&w=3840&q=75)





![რა პროექტები განიხილეს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე [სრული სია]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F10%2F1111-1793292624589.jpg&w=3840&q=75)