ზუგდიდში საახალწლო ფესტივალი გაიმართება

ზუგდიდში, 30 დეკემბერს სკეიტპარკის ტერიტორიაზე საახალწლო ბაზრობა მოეწყობა, სადაც მონაწილეობას რეგიონის მეწარმეები მიიღებენ. აქ წარმოდგენილი იქნება: საახალწლო სუვენირები და აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები. გარდა ამისა, დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებები.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, საახალწლო ფესტივალი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ინიციატივით და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართება.
ღონისძიების მხარდამჭერები ასევე არიან:
რეგიონის მუნიციპალიტეტების მერია;
USAID პროექტი ზრდა საქართველოში;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
![ვინ გახდნენ საპატიო სენაკელები [სრული სია]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F11%2Fimg_0967-1795948359293.jpeg&w=3840&q=75)





