stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

სამი და გარდაცვლილი იპოვეს სოფელ ალერტკარში

სამი და გარდაცვლილი იპოვეს სოფელ ალერტკარში

23 აგვისტო
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

139

ამბები სამეგრელოდან

1676

ამბები სვანეთიდან

103

არჩევნები

355

ახალი ამბები

4336

დღის ამბები

2669

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

133

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

328

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

924

რეკლამა

697

საზოგადოება

229

სამართალი

185

სპორტი

240

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბები

ჩხოროწყუში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

26.05.2026 / 26 მაისი 2026
ჩხოროწყუში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი  ღონისძიებებით აღინიშნა

დღეს, ქალაქ ჩხოროწყუში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა.

26 მაისი ასევე ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის — მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ იზორიამ, ჩხოროწყუს , მარტვილის, წალენჯიხისა და აბაშის დელეგატმა ილია ინჯიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიამ, მოადგილეებთან ერთად, სოფელ ახუთში მერაბ კოსტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ეროვნული გმირის ხსოვნას. ადგილზე, საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით, გაიმართა მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია.

ქალაქის ცენტრში მთელი დღის განმავლობაში გამოფენილი იყო ჯავშანტექნიკა და საბრძოლო აღჭურვილობა.

კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფების, ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი ჩატარდა.

გაიმართა საზეიმო მსვლელობა, რომელშიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მარტვილის,აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატმა ილია ინჯიამ , იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ, მისმა მოადგილეებმა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა მიიღეს მონაწილეობა და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მოულოცეს.

დღის მანძილზე ასევე გაიმართა 26 მაისისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები და გამარჯვებულთა დაჯილდოება.

ჩხოროწყუს მერიის ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებით, ისტორიულ მუზეუმში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ასევე მხატვრებისა და მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურების ორგანიზებით ჩატარდა.

ჩხოროწყუში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი  ღონისძიებებით აღინიშნა - image 2
ჩხოროწყუში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი  ღონისძიებებით აღინიშნა - image 3
ჩხოროწყუში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი  ღონისძიებებით აღინიშნა - image 4
ჩხოროწყუში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი  ღონისძიებებით აღინიშნა - image 5
ჩხოროწყუში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი  ღონისძიებებით აღინიშნა - image 6
Banner 1
წინა პოსტი

რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს სამეგრელო-ზემო სვანეტში [პროგრამა]

შემდეგი პოსტი

ხობში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

მარტვილში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

მარტვილში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ღნიშნეს ჩხოროწყუში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ღნიშნეს ჩხოროწყუში

დამოუკიდებლობის დღე ხობში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

დამოუკიდებლობის დღე ხობში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

დღის ამბები

სამი და გარდაცვლილი იპოვეს სოფელ ალერტკარში

24 აგვისტოს გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ზუგდიდში გაზი გაითიშება

პრემეირ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 131 ვაკანსია ცხადდება

„ზუგდიდდასუფთავება“ მოსახლეობას მოუწოდებს ნარჩენების ღია წესით დაწვისგან თავი შეიკავონ

დავით კოდუა: ზუგდიდში გვყავს განათლებული, აქტიური და მიზანდასახული თაობა, რომელიც ჩვენი ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს