ანაკლიაში 5 აგვისტოს კონცერტი გაიმართება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კულტურის სამინისტროსა და ,,შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით, 5 აგვისტოს, ანაკლიაში, 20:00 საათზე, კონცერტი გაიმართება.
ღონისძიება პროექტ ,,საზაფხულო კონცერტები რეგიონებში“ ფარგლებში იმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ დათუნა მგელაძე, ნინი ქარსელაძე და ჯგუფი ,,ქუჩის ბიჭები“ ბენდთან ერთად. ღონისძიების წამყვანი ნუგზარ ხავთასია.






