,,საქართველო უპირველეს ყოვლისა” - ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და შემოქმედებითი საქართველოს პატრონაჟით, 31 მარტს, ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო ,,საქართველო უპირველეს ყოვლისა” გაიმართა.
შემოქმედებით საღამოზე ზვიად გამსახურდიას შვილიშვილმა დემეტრე გამსახურდიამ დაუკრა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: თინათინ მღვდლიაშვილი, დემეტრე გამსახურდია, თემურ თათარაშვილი, აჩიკო გოგიტიძე, ზურაბ ცინცქილაძე, თამარ ურუშაძე, გურანდა დოლიძე, მერაბ დოლიძე.
ღონისძიება ზუგდიდის მოსწავლე-ახალგარზდობის სასახლის დარბაზში გაიმართა.








![ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საიუბილეო საღამო გაიმართა [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fimg.youtube.com%2Fvi%2F0sso1pTz3Hw%2Fhqdefault.jpg&w=3840&q=75)