ხობის მუნიციპალიტეტის მერი მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავებასთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ ხობის მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავებასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართა.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს დოკუმენტის დაგეგმვის, ძირითადი მიზნების, ამოცანების და პირველადი მოკვლევის საფუძველზე გამოვლენილი პრიორიტეტების შესახებ.
ხობის მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტი, 10-წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, იქმნება მერიის, საკრებულოს, კერძო სექტორის და ექსპერტების მონაწილეობით.
დოკუმენტი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის ძირითადი სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას, განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის მიზნებს, ამოცანებს და მათი მიღწევის მექანიზმებს. გაანალიზებული პრობლემების საპასუხოდ დოკუმენტში ჩამოყალიბებული მიზნები და ამოცანები შემდგომ თვითმმართველი ერთეულის „პრიორიტეტების დოკუმენტის“, ბიუჯეტის ფორმირების, საბიუჯეტო პროგრამებისა და ქვეპროგრამების საფუძველი გახდება.






