ცნობილი ფერმწერის ზაირა ბეჭვაიას პერსონალური გამოფენა 24 სექტემბერს ზუგდიდში გაიმართება

ცნობილი ფერმწერის ზაირა ბეჭვაიას პერსონალური გამოფენა 24 სექტემბერს, მის მშობლირ ქალაქში ზუგდიდში გაიმართება. ღონისძიება 17:00 საათზე დაიწყება და მას ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი უმასპინძლებს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათავლიერონ მხატვრის გამორჩეული პალიტრა.
ზაირა ბეჭვაია საქართველოზე, მის მშობლიურ ქალაქსა და პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებული ხელოვანი იყო.
ზიარა ბეჭვაია მიმდინარე წლის აპრილში გარდაიცვალა. მისი ნამუშევრების გამოფენა ევროპისა და ამერიკის არაერთი ქვეყნის ცნობილ საგამოფენო სივრცეში გაიმართა, მათ შორის ლუვრში. მსოფლიოს არერთ ქალაქში მოგზაურობის მიუხედავად მისთვის უმთავრესი ქალაქი ზუგდიდი იყო, სიცოცხლის ბოლო წლებიც მხატვარმა ზუგდიდში გაატარა. ზაირა ბეჭვაია ზუგდიდში გამოფენისთვის ემზადებოდა.
ზაირა ბეჭვაიამ, იაკობ ნიკოლაძის სასწავლებლის დამთავრების შემდგომ, 1973 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე პედაგოგების, გამოჩენილი სახალხო მხატვრების ა. ქუთათელაძის, კ. მახარაძისა და ე. კალანდაძის კლასში.
აკადემიის დამთავრების შემდეგ მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა, წამყვან ქვეყნებში გამართულ გამოფენებში. საგაზაფხულო - საშემოდგომო საშობაო გამოფენები თბილისში, პერსონალური გამოფენა მხატვრის სახლში 1993 წელს (მოსკოვი), ჯგუფური გამოფენა 1994 წელს (მოსკოვი), პერსონალური გამოფენა ავსტრიაში, 1998 წელს (ვენა), პერსონალური გამოფენა ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში 1999 წელს, პერსონალური გამოფენა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2003 წელს (თბილისი), პერსონალური გამოფენა კულტურის ცენტრში - მუზაში 2014 წელს (თბილისი), ჯგუფური გამოფენა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმში 2017 წელს, საერთაშორისო გამოფენა არტგალერეაში 2017 წელს (მოსკოვი), საერთაშორისო გამოფენა ლუვრში 2018 წელს (პარიზი) და 2019 წელს საერთაშორისო გამოფენა ნიუ-იორკში.
მხატვრის ნამუშევრები ინახება საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის, ნორვეგიის, რუსეთის, თურქეთის, ბულგარეთის, სამხრეთ აფრიკისა და აშშ-ს კერძო კოლექციებში.
ამავე თემაზე:
84 წლის ასაკში ცნობილი ზუგდიდელი მხატვარი ზაირა ბეჭვაია გარდაიცვალა







