stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ანაკლიის პორტის მშენებლობის ახალი ეტაპი - ფსკერის დაღრმავება დაიწყო

ანაკლიის პორტის მშენებლობის ახალი ეტაპი - ფსკერის დაღრმავება დაიწყო

17 აგვისტო
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

138

ამბები სამეგრელოდან

1670

ამბები სვანეთიდან

102

არჩევნები

355

ახალი ამბები

4335

დღის ამბები

2666

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

133

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

328

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

922

რეკლამა

697

საზოგადოება

228

სამართალი

184

სპორტი

240

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

კულტურადღის ამბები

„აფხაზეთობა 2026“ ზუგდიდში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

19.05.2026 / 19 მაისი 2026
„აფხაზეთობა 2026“ ზუგდიდში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, „აფხაზეთობის კვირეული“ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მრავალფეროვანი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა, რომელიც აფხაზეთის კულტურის და ტრადიციების წარმოჩენას ისახავდა მიზნად.

ღონისძიება აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების პლენერით გაიხსნა, სადაც ხელოვანებმა აფხაზეთის თემატიკით შთაგონებული ნამუშევრები შექმნეს. პარალელურად, ფერწერის მასტერკლასები გაიმართა და მოეწყო ფოტოგამოფენა - „კადრები აფხაზეთიდან“.

დადიანების სასახლის საგამოფენო სივრცეში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ასევე, სპეციალურად მოწყობილ საინფორმაციო სივრცეში სტუმრები გაეცნენ აფხაზეთის მთავრობის ერთიან ელექტრონული პორტალის მუშაობის პრინციპს, ხოლო ღია ცის ქვეშ მოეწყობა ეთნო-სივრცე.

ღონისძიების ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსდა სპეციალური ბანერი, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სიმბოლური „სამშვიდობო გზავნილები“ დაეტოვებინათ.

ბავშვებისათვის, ანიმატორების მონაწილეობით სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები გაიმართა. მოეწყობა ხატვისა და კალიგრაფიის მასტერკლასები, ასევე ბავშვთა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ კულინარიულ მასტერკლასებს და გაცნობოდნენ ტრადიციული კერძების მომზადების პროცესს.

დღის ბოლოს გაიმართა გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ანსამბლმა „შავნაბადამ“, ზუგდიდის ხალხური სიმღერის ანსამბლებმა „ჩელა“ და „ოდოია“, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავეთა უფროსმა თაობამ, ასევე, ქართულ-კატალონურმა ვოკალურმა გუნდმა ვოკალ-ვირკანმა.

კონცერტის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ მიმართა, რომელმაც აფხაზეთობის კვირეულის მნიშვნელობასა და ქართულ-აფხაზურ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე ისაუბრა.

ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთობის დღესასწაული 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით დაწესდა და მას შემდეგ ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

„აფხაზეთობა 2026“ ზუგდიდში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა  - image 2
„აფხაზეთობა 2026“ ზუგდიდში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა  - image 3
„აფხაზეთობა 2026“ ზუგდიდში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა  - image 4
„აფხაზეთობა 2026“ ზუგდიდში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა  - image 5
„აფხაზეთობა 2026“ ზუგდიდში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა  - image 6
„აფხაზეთობა 2026“ ზუგდიდში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა  - image 7
Banner 1
წინა პოსტი

ხობში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა

შემდეგი პოსტი

ზუგდიდში ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გაიხნა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ჩხოროწყუში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი  ღონისძიებებით აღინიშნა

ჩხოროწყუში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

ფოთში 1-ელი ივნისი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

ფოთში 1-ელი ივნისი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

სენაკში, 26 მაისი,  მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

სენაკში, 26 მაისი,  მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

დღის ამბები

„ზუგდიდდასუფთავება“ მოსახლეობას მოუწოდებს ნარჩენების ღია წესით დაწვისგან თავი შეიკავონ

დავით კოდუა: ზუგდიდში გვყავს განათლებული, აქტიური და მიზანდასახული თაობა, რომელიც ჩვენი ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს

წალენჯიხაში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე საჯარო ლექციით აღინიშნა

ხობში ცოტნეობისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზუგდიდში, სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა