ფოთში 1-ელი ივნისი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

ფოთის მერიის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ცენტრალურ პარკში პატარებისათვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები და კონცერტები ჩატარდა.
მოეწყო საზეიმო მსვლელობა , დრამერების შოუ, გამოფენები, სპორტული საჩვენებელი სანახაობები. ჩატარდა მასტერკლასი ფოთელი წარმატებული სპორტმენების მონაწილეობით. გაცოცოცხლდა ეპიზოდები სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებებიდან – ,,იაკობ გოგებაშილის კვალდაკვალ…“
ბავშვებს 1-ელი ივნისი ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ მიულოცა.
საღამოს კი საბავშვო საესტრადო სტუდიების მოსწავლეთა კონცერტი და კალიგრაფიის კონკურსში „ნიკო ნიკოლაძის სიბრძნის სამყარო ჩემი კალიგრაფიით“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





