stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

სენაკის მერი ბიბლიოთეკის ახალ შენობაზე: აშენდება  ოდის არქიტექტურული ელემენტებით გათვალისწინებული შენობა, რომელიც ფუნქციურად დაიტვირთება

სენაკის მერი ბიბლიოთეკის ახალ შენობაზე: აშენდება ოდის არქიტექტურული ელემენტებით გათვალისწინებული შენობა, რომელიც ფუნქციურად დაიტვირთება

8 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1572

ამბები სვანეთიდან

94

არჩევნები

355

ახალი ამბები

4281

დღის ამბები

2555

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

123

ვიდეო ამბები

88

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

915

რეკლამა

697

საზოგადოება

204

სამართალი

180

სპორტი

235

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ახალი ამბებიდღის ამბები

სენაკში, 26 მაისი,  მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

26.05.2024 / 26 მაისი 2024
სენაკში, 26 მაისი,  მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

რაც გვეამაყება და გვაერთიანებს – 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სენაკში, კულტურული, სპორტული, საბავშვო და გასართობ-შემეცნებითი, საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. 

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მიერ ორგანიზებული  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 106 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები,    განახლებულ ცენტრალურ მოედანზე, სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყო.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში,  მოეწყო გასტრონომიული სივრცე, ფოტო ზონები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, გამოფენები – „საქართველოს კუთხეები“ –  საჯარო სკოლების მონაწილეობით; „ყვავილების ფესტივალი“ – საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის სექტორის ჩართულობით, ასევე, სანახაობრივად დატვირთული თემატური აქტივობები.

ცენტრალური სტადიონის განახლებულ სათადარიგო მოედანზე გაიმართა საბავშვო საფეხბურთო ფესტივალი; ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალთბურთო მოედანი დაეთმო  ფინალურ მატჩს 3X3 კალათბურთში; მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში, მთელი დღის მანძილზე, მიმდინარეობდა სპორტული აქტივობები სხვადასხვა სახეობებში: ტაიკვანდოში, ძიუდოში, მკლავჭიდსა და ჭადრაკში. 

ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლამ კლასიკური მუსიკის საღამოს უმასპინძლა. 

მერის მრჩეველთა სათათბირო ახალგაზრდული საბჭო ინიციატივით, ასევე მოეწყო საგანმანათლებლო-შემეცნებითი სივრცეები, გასართობი ატრაქციები, დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით –  გაიმართა ფლეშმობი, ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით – საზეიმო კონცერტი.

ამფითეატრის სცენაზე ჩატარდა ადგილობრივი შემსრულებლების – „კოლხური ტრიოს“, „მუსიკელის“, „ეგრისის“, „გოგალაის“ და საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელების საზეიმო კონცერტები.

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო სენაკში საზეიმოდ აღინიშნა – ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მიერ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. 

26 მაისის საზეიმო ღონისძიებები, მირზა მოდებაძის და ჯგუფის: ,, მირზა და ბენდი“, კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სენაკში, 26 მაისი,  მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა - image 2
სენაკში, 26 მაისი,  მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა - image 3
Banner 1
წინა პოსტი

დამოუკიდებლობის დღის სამზადისი ზუგდიდში [ფოტორეპორტაჟი]

შემდეგი პოსტი

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა მიმდინარეობს [ფოტო]

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

26 მაისი სენაკში საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა

26 მაისი სენაკში საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა

26 მაისი ჩხოროწყუში ღონისძიებებით აღინიშნა

26 მაისი ჩხოროწყუში ღონისძიებებით აღინიშნა

პირველი ივნისი სენაკში გასართობი და საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

პირველი ივნისი სენაკში გასართობი და საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

დღის ამბები

სენაკის მერი ბიბლიოთეკის ახალ შენობაზე: აშენდება ოდის არქიტექტურული ელემენტებით გათვალისწინებული შენობა, რომელიც ფუნქციურად დაიტვირთება

სენაკის მერმა წყალმომარაგების სამუშაოების დროს დაზიანებული გზების აღდგენასთან დაკავშირებით TV მაესტრიოს ეთერში ისაუბრა

ხობის მერი დავით ბუკია სოფელ ხამისკურში გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

ხობის მერი დავით ბუკია პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ᲤᲝᲗᲨᲘ 9 ᲐᲞᲠᲘᲚᲘᲡ ᲮᲔᲘᲕᲜᲘᲡ ᲢᲣᲠᲘᲡᲢᲣᲚᲘ ᲓᲐ ᲣᲠᲑᲐᲜᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲠᲐᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ