Netflix-ის საერთაშორისო შოუს ერთ-ერთი ეპიზოდი სამეგრელოში გადაიღეს

საქართველო Netflix-ზე - საერთაშორისო შოუს ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი საქართველოს მიეძღვნება. გადაღებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მათ შორის სამეგრელოში, ეთნოსოფელ ,,სისატურაში” გაიმართა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საერთაშორისო შოუს გადაღებები საქართველოში მიმდინარეობს. პროექტის წამყვანი, ჰოლივუდის მსახიობი შეილინ ვუდლია, რომელიც ცნობილია სერიალიდან Big Little Lies და ფილმებიდან Divergent, The Fault in Our Stars და სხვა.
გადაღებული მასალა გლობალურ სტრიმინგ პლატფორმა Netflix-ზე განთავსდება და საერთაშორისო აუდიტორიას საქართველოს კიდევ უფრო ფართოდ გააცნობს.


მსგავსი სიახლეები

ფოთის მუნიციპალიტეტი N4ED-ის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) 2019-2020 წლების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია

სენაკის მუნიციპალიტეტი N4ED-ის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) 2019-2020 წლების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია




