ხობში სახალხო დღესასწაულზე ქალაქის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს

ქალაქ ხობში სახალხო დღესასწაული „მე მიყვარს ხობი“ გაიმართა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს
ღონისძიებაზე 2026 წლის ხობის საპატიო მოქალაქეების, ღვაწლმოსილი პედაგოგების და მერის სტიპენდიატების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის, პროფესიულ სფეროში წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: მზისადარ გელანტიას, კორნელი კემულარიას, ირაიდა ფაციას, ვალერიან შიუკაშვილს და არველოდ ხასიას.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ განათლების სფეროში მოღვაწე ღვაწლმოსილი პირები: ნაზი ლიპარტია, როზა ქირია, თეიმურაზ ნადარაია, ლამზირა პერტახია, ინეზა ესებუა და მადლენა ბენია. ასევე დაჯილდოვდნენ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები - ხობის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიატები.
ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სპორტული აქტივობები, ბავშვთა ნახატების გამოფენა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
საღამო გალა კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ანსამბლი ,,ალილო“ და ჯგუფი ,,რეგიონი“ მონაწილეობდნენ. საზეიმო ღონისძიება სადღესასწაულო ფეიერვერკით დასრულდა.









