stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

რეკლამა

წალენჯიხაში საპატიო მოქალაქეები დააჯილდოეს

06.06.2023 / 6 ივნისი 2023
წალენჯიხაში საპატიო მოქალაქეები დააჯილდოეს

დღეს წალენჯიხის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვება გაიმართა.

წალენჯიხის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში წალენჯიხის საპატიო მოქალაქეები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ დააჯილდოვა და მათ ღვაწლზე ისაუბრა. მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისათვის და წარმატებები უსურვა. – ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„წალენჯიხის საპატიო მოქალაქეები გახდნენ-ზაუ გვსალია,ზურაბ მიქავა,იზოლდა ფიფია და გურამ შელია.

ზურაბ მიქავა-მის სახელს უკავშირდება ძნელბედობის ჟამს ქალაქ წალენჯიხაში ჭადრაკის სახლის გახსნა. მან აღზარდა არაერთი გამოჩენილი მოჭადრაკე, რომლებიც გახლავთ,წალენჯიხელი კონსტანტინე შანავა და გიორგი სიბაშვილი.

ზურაბ მიქავა გამოირცეოდა მაღალი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით.წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას წალენჯიხაში.1977-82 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსაჯული.1976-82 წლებში კულტურის მუშაკთა პროფრაიკომის თავმჯდომარე.1978-80 წლებში წალენჯიხის ახალგაზრდა ენთუზიაზტთა კლუბის პრეზიდენტი.1984-91 წლებში გახლდათ საქკპ. წალენჯიხის რაიკომის ინსტრუქტორი,საერთო განყოფილების გამგე, 1981-84 წლებში საქართველოს წიგნის მოყვარულთა საზოგადოების და საზოგადოება „ცოდნის“პასუხისმგებელი პირი.

2009 წლიდან დღემდე მუშაობს ქალაქ თბილისში ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში.

ზაურ გვასალია-1978-2013 წლებში მუშაობდა წალენჯიხაში მთავარ ექიმად,პროფესიით უროლოგი. ამ დროის მანძილზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წალენჯიხის საავადმყოფოს სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მთელი მუშაობის პერიოდში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში.წლების მანძილზე გახლდათ მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის რაიკომის თავმჯდომარე,პროფკავშირის რესპუბლიკური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი.17 წლის მანძილზე იყო უზენაესი სასამართლოს  სახალხო მსაჯული.რაიონული საბჭოს აღმასკომის წევრი,პრეფექტორის და რაიონის გამგეობის წევრი. სხვადასხვა დროს დაჯილდოებულია „შრომის წითელი დროშის“, „ღირსების“ ორდენებით, საკავშირო ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დაჯილდოვდა „ჯანდაცვის წარჩინებული  სამკერდე ნიშნით“,ასევე „სამოქალაქო თავდაცვის“ სამკერდე ნიშნით.გამოცხადებული აქვს მადლობა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით,დაჯილდოებულია მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკური კომიტეტის „საპატიო სიგელით“,ასევე დაჯილდოებულია მედლით“შრომის ვეტერანი“.

იზოლდა ფიფია-მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ფოლკლორს, არაერთხელ ასახელა საქართველო ქვეყნის გარეთ და შიგნით, რის გამოც,ის 2002 წელს გახდა საფრანგეთის ქალაქ დომრენის „საპატიო მოქალაქე“.მას ასევე მიღებული აქვს საპატიო სიგელები უკრაინიდან,საბერძნეთიდან და სხვა ქალაქებიდან.

გურამ შელია-1973 წლიდან თამაშობდა ფეხბურთს წალენჯიხის „სქურის“ ფეხბურთელთა გუნდში.1988 წლიდან კი მუშაობდა წალენჯიხის „სქურის“ ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელად. მას დიდი წვლილი მიუძღვის წალენჯიხის „სქურის“ ჩამოყალიბებაში.1993 წელს დაინიშნა წალენჯიხის ბავშვთა სპორტსკოლის დირექტორა,სადაც 2006 წლამდე მუშაობდა. 1999 წელს დააჯილდოვეს და მიანიჭეს სპორტის დამსახურებული მუშაკის წოდება.

დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ საპატიო მოქალაქეები მისასალმებელი  სიტყვებით წარსდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე,ასევე 

მადლობა გადაუხადეს წალენჯიხის ხელმძღვნანელობას მათი ღვაწლის დაფასებისთვის.“

წერია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
Banner 1
წინა პოსტი

წალენჯიხაში კემბრიჯის საერთაშორისო სკოლის ანალოგი გაიხსნება. – ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

შემდეგი პოსტი

„ქართული ოცნება“: იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდობის ფარგლებში ზუგდიდის საპატიო მოქალაქეები და საპატიო ზუგდიდელები გამოაბლინეს – ვინ მიიღო ტიტული ნახეთ სტატიაში

ზუგდიდობის ფარგლებში ზუგდიდის საპატიო მოქალაქეები და საპატიო ზუგდიდელები გამოაბლინეს – ვინ მიიღო ტიტული ნახეთ სტატიაში

ზუგდიდის მერიამ საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა

ზუგდიდის მერიამ საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა

სენაკში, წიგნის ,,სენაკის საპატიო მოქალაქეები” პრეზენტაცია გაიმართა

სენაკში, წიგნის ,,სენაკის საპატიო მოქალაქეები” პრეზენტაცია გაიმართა

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026