ფოთში საქველმოქმედო მარათონი გაიმართა

ფოთის მერიის მხარდაჭერით, კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა უკვე მეორედ მასშტაბური სპორტული ღონისძიება „ფოთიმარათონი“ ჩაატარა.
მარათონში მონაწილეობა მიიღო 600-მა მორბენალმა 14 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის 241-მა უცხოელმა მონაწილემ.
წელს ღონისძიებას 100 პატარა მორბენალიც შეუერთდა, რადგან მარათონის ფარგლებში ბავშვთა გარბენიც გაიმართა.
„ფოთიმარათონში“ მონაწილეობა მიიღო ქალაქის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.
ფოთი მარათონი სამ დისტანციას აერთიანებს - მონაწილეები ფარავენ 5-კილომეტრიან, 10-კილომეტრიან და 21, 097 -კილომეტრიან მონაკვეთებს.
„ფოთიმარათონი“ საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
მადლობა კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს - ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთს" აღნიშნული ინიციატივისა და მისი წარმატებით განხორციელებისთვის.











