ზუგდიდის ტექნოპარკი 2026 წელს ახალი პროექტებით იწყებს
ზუგდიდის ტექნოპარკში ახალი პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები პროგრამირების საწყისებს და ალგორითმულ აზროვნებას შეისწავლიან, ასევე მოხდება ხელოვნური ინტელექტის საბაზისო პრინციპების შესწავლა -ამის შესახებ ტელეკომოპანია „მაესტრის“ პირდაპირ ეთერში ზუგდიდის ტექნოპარკის მენეჯერმა ანუკი ასათიანმა განაცხდა.
ტექნოპარკის მენეჯერის განცხადებით წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის 9-ვე მუნიციპალიტეტთან ერთად ტექნოლოგიურ ბანაკში მონაწილეობას ახალგაზრდები ოკუპირებული აფხაზეთიდანაც მიირებენ.
„ინოვაციების ადა ტექნოლოგიების სააგენტო, მხარს უჭერს ისეთი პროექტების განვითარებას, რაც რეგიონის მასშტაბით სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ემსახურება, ერთ-ერთი ასეთი პოპულარული, შედეგიანი და ეფექტური არის ტექნოლოგიური ბანაკი. ჩვენ შარშან შევქმენით კარგი პრეცედენტი, როდესაც ერთი პროექტისა და ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანდა სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 ვე მუნიციპალიტეტი. ჩვენ გვყავდა 72 მონაწილე ანაკლიაში, რომელთაც საინტერესო სესიები გაიარეს და შექმნეს ასევე საინტერესო ინოვაციური გადაწყვეტები. წელსაც ვქმნით მასშტაბურ პრეცენდეტს, წელსაც ჩართული იქნება 9 მუნიციპალიტეტი და ვფიქრობთ, რომ პროექტი განხორციელდება სვანეთში. ასევე წელს სიახლე გავქვს ის, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ჩაერთვება პროექტში. აღნიშნულ ბანაკში გვეყოლებიან ბავშები აფხაზეთიდანაც. წელს ჩვენი თემა იქნება ბიოტექნოლოგიები და ვფიქრობ ძალიან საინტერესო და კვირეული გველოდება სვანეთში“ - განაცხადა ანუკი ასათიანმა.
ზუგდიდის ტექნოპარკის მენეჯერმა, ასევე იმ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა, რასაც ზუგდიდის ტექნოპარკი წელს განახორციელებს.






