აბაშაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

აბაშის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად, საერთო კრებები და კონსულტაციები 13 თებერვალს დაიწყო. 15 ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ შეხვედრებზე 35 სოფლის მოსახლეობის პრიორიტეტული საჭიროებები გამოვლინდა, რაც საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტს განახორციელოს პროექტები, რომლებიც რეალურ ცვლილებებს მოახდენენ სოფლებში. მოსახლეობასთან გამართული შეხვედრებზე, პირდაპირი კომუნიკაციის შედეგად, დეტალურად მოხდა სოფლების საჭიროებების შესწავლა.
აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 500 000 ლარი დაიხარჯება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება და მისი მიზანია ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსაზღვრა და განხორციელება.
მსგავსი სიახლეები

მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა

წალენჯიხაში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დასრულდა




