ქორწილი სამეგრელოში - რას წერდა 150 წლის წინ კარლა სერენა

ცნობილმა ბელგიელმა მოგზაურმა კარლა სერენამ სამეგრელოში ქორწილის ტრადიცია აღწერა და ჩანახატი დაგვიტოვა. კარლას მოგზაურობის შესახებ სტატიების სერია ფრანგულ ჟუნალ Le Tour du Monde-ში გამოქვეყნდა. სამეგრელოში მოგზაურობის შესახებ ჟუნალში სტატია 1881 წელს გამოქვეყნდა.
,,სამეგრელოში ქორწილის სუფრას, რომელიც რამდენიმე დღეს გრძელდება, ეზოში გაშლილ კარვებში აწყობენ. კარვები ზოგჯერ ძალიან ელეგანტურია და ის ადგილი, სადაც ნეფე-პატარძალი ზის ცოცხალი ყვავილებითა და გირლანდებით არის მორთული. მენიუ ორმოცამდე კერძისგან შედგება, რომელთაც მრავალ ჩაფ შესანიშნავ მეგრულ ღვინოს აყოლებენ. ამ ღვინოებიდან ბევრი გაუწევდა კონკურენციას ბურგუნდიის ღვინოებს. ნადიმს თან ახლავს სიმღერები, ცეკვები და ოინბაზობა. ვახშმის დასასრულს სიძე ხის კენწეროზე, ან სახლის რომელიმე კუთხეში იმალება. მისი გაქრობა იმ კომედიის დაწყების ნიშანია, რომელსაც ის და მისი მეგობრები გაითამაშებენ: გაქცეულ სიძეს ყველგან ეძებენ და როდესაც იპოვიან ხელის კვრით მიჰყავთ საძინებლისკენ, ის კი ამ დროს მოჩვენებით უწევს წინააღმდეგობას," -წერდა მოგზაური საუკუნე ნახევრის წინ.
კარლა სერენას საქართველოში მოგზაურობა 1876 წლის იანვრიდან იწყება. ჯერ იმერეთი მოინახულა, შემდეგ – სამეგრელო, სამურზაყანო და აფხაზეთი. ამის შემდეგ მცირე ხნით დატოვა საქართველო და ჩრდილოეთ კავკასიის გავლით, დარიალიდან ისევ საქართველოში დაბრუნდა. 1877 წელს სერენამ კახეთის მხარე მოინახულა, მოგვიანებით კი ახალციხეში, ბორჯომსა და გურიაში იმყოფებოდა. იმავე წლის მიწურულს კარლა თბილისში დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

რას წერდა მაია კალანდია ერთი წლის წინ დემურ ფიფიაზე, რომელმაც დღეს ენმ დატოვა და მელიას შეუერთდა – დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის

დიდთოვლობა სოხუმში - 115 წლის წინ გადაღებული ფოტოები




