stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ზუგდიდის მერის სტიპენდიაზე განცხადებების მიღება დაიწყო

ზუგდიდის მერის სტიპენდიაზე განცხადებების მიღება დაიწყო

15 აგვისტო
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

138

ამბები სამეგრელოდან

1670

ამბები სვანეთიდან

102

არჩევნები

355

ახალი ამბები

4335

დღის ამბები

2666

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

133

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

328

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

922

რეკლამა

697

საზოგადოება

228

სამართალი

184

სპორტი

240

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

პოლიტიკაახალი ამბებიდღის ამბები

ირაკლი კობახიძე: როგორც მთავრობის თავმჯდომარემ, შემიძლია, მოვუწოდო უკლებლივ ყველა კომერციულ სუბიექტს, ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან. არავითარი რისკი არც ერთ ქართულ კომპანიას არ შეექმნება - ყველაფერი იქნება ძალიან კარგად

27.02.2026 / 27 თებერვალი 2026
ირაკლი კობახიძე: როგორც მთავრობის თავმჯდომარემ, შემიძლია, მოვუწოდო უკლებლივ ყველა კომერციულ სუბიექტს, ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან. არავითარი რისკი არც ერთ ქართულ კომპანიას არ შეექმნება - ყველაფერი იქნება ძალიან კარგად

მე არ ვარ ამ კონკრეტული კომერციული ორგანიზაციის წარმომადგენელი. ერთადერთი რამ შემიძლია, გითხრათ - როგორც მთავრობის თავმჯდომარემ, შემიძლია, მოვუწოდო უკლებლივ ყველა კომერციულ სუბიექტს, ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან. არავითარი რისკი არც ერთ ქართულ კომპანიას არ შეექმნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.

მან ამგვარად უპასუხა კითხვას, გააგრძელებს თუ არა ბანკი „ქართუ“ თანამშრომლობას „იმედთან“ და „პოსტივისთან“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ამ ორი ტელეკომპანიის დასანქცირების შემდეგ.

„მე ყველას ვპირდები, რომ ამ ქვეყანაში არაფერი არ ჩამოიშლება - არც მედიის თავისუფლება, არც მეწარმეობის თავისუფლება. არც ერთი ადამიანის ძირითადი უფლება არ დადგება რისკის ქვეშ”, - აღნიშნა პრემიერმა.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მედიასა და ბიზნესზე თავდასხმა გაიხსენა.

„როდესაც თქვენი პარტია იყო ხელისუფლებაში 2012 წლამდე, ერთ-ერთი მთავარი თავდასხმის ობიექტი თქვენი პარტიისთვის იყო მედიის თავისუფლება და მეწარმეობის თავისუფლება. ბიზნესის რეკეტი და ტელევიზიების მიტაცება იყო თქვენი პარტიის ხელწერის მთავარი შტრიხი. ეს არ გამოგივათ ახლა, ვინც არ უნდა დაგეხმაროთ, ეს აღარ გამოგივათ”, - მიმართა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური მედიის წარმომადგენელს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთ კომერციულ სუბიექტს და არც ერთ ტელევიზიას არ შეექმნება პრობლემები.

„ყველა სამეწარმეო სუბიექტი და ყველა ტელეკომპანია შეუფერხებლად განაგრძობს საქმიანობას ყოველგვარი ზიანის გარეშე. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებთ ვითარებას. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის და ამის ყველანაირი საშუალება არსებობს, რომ დაბრკოლება ოდნავადაც კი არ შეექმნას საქართველოში არც ტელეკომპანიებისთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებით სარგებლობას, არც ბანკებისთვის საკუთარი კომერციული უფლებით სარგებლობას და არც რომელიმე სხვა სამეწარმეო სუბიექტისთვის მეწარმეობის თავისუფლების ძირითადი უფლებით სარგებლობას”, - განაცხადა პრემიერმა.

Banner 1
წინა პოსტი

ირაკლი კობახიძე: ამაში მე ვერ ჩავერევი, თუ ტელეკომპანიები, „იმედი“ და „პოსტ ტვ“ გადაწყვეტენ დიდ ბრიტანეთს უჩივლონ საერთაშორისო სასამართლოში, ეს არის მათი საქმე

შემდეგი პოსტი

განათლების მინისტრი ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

პრემიერი: ყველა მინისტრი მუშაობს ძალიან კარგად. აქედან გამომდინარე, არავითარი საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის

პრემიერი: ყველა მინისტრი მუშაობს ძალიან კარგად. აქედან გამომდინარე, არავითარი საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის

ბიძინა ივანიშვილი: არჩევნების მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, ოღონდ აქვე გავუსვამ ხაზს, რომ ყველა დღეს, სანამ ომი არ დასრულდება, შეიძლება პირობითად „მეორე დღე“ უწოდო, იმიტომ, რომ იქნება ძალიან დაძაბული ველი

ირაკლი კობახიძე: დღეს ყველა მინისტრის საქმიანობით კმაყოფილი ვარ – ჯანდაცვის ახალ მინისტრთან დაკავშირებით ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ეს უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე

„ზუგდიდდასუფთავება“ მოსახლეობას მოუწოდებს ნარჩენების ღია წესით დაწვისგან თავი შეიკავონ

დავით კოდუა: ზუგდიდში გვყავს განათლებული, აქტიური და მიზანდასახული თაობა, რომელიც ჩვენი ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს

წალენჯიხაში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე საჯარო ლექციით აღინიშნა

ხობში ცოტნეობისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზუგდიდში, სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა