პროკურატურა, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, ზურაბ ჟვანიას შვილზე ძებნას გამოაცხადებს
საქართველოს პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის, ბესარიონ(ბუსა) ჟვანიას მიმართ ძებნას გამოაცხადებს.
როგორც თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროკურატურა ბრალდებულ ბესარიონ ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ამავე თემაზე:
პროკურატურა: ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია






