ხობის საფეხბურთო კლუბს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სპორტული ინვენტარი გადაეცა

„ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთს“ საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ შეძენილი სპორტული ინვენტარი გადაეცა.
სპორტული ინვენტარი საქართველოში მოქმედ, ფეხბურთის ფედერაციის მიერ კატეგორია მინიჭებულ საფეხბურთო სკოლებსა და აკადემიებს გადაეცემათ.
სპორტული ინვენტარის გადაცემის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით განხორციელებული პროგრამის ფარგლებში მიღებული ინვენტარი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასწავლო-საწვრთნელ პროცესს და ხელს შეუწყობს ნორჩ ფეხბურთელთა განვითარებას.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის საქართველოს სპორტის სამინისტროს და ფეხბურთის განვითარების ფონდს მუნიციპალიტეტში ბავშვთა ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.





