ახალი პროექტი 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის

ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდობის სააგენტო იწყებს პროექტს, რომლის მიზანია რეგიონებში ახალგაზრდული სფეროს გაძლიერება, ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ზრდა და შესაძლებლობებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა თითო ახალგაზრდა დელეგატი.
„თუ ხარ 16-დან 29 წლამდე;
ხარ აქტიური, მოტივირებული და გიყვარს კომუნიკაცია;
გინდა რეალური ცვლილების ნაწილი გახდე;
ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
რას საქმიანობს დელეგატი?
გაავრცელებს ინფორმაციას ახალგაზრდული პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ;
ითანამშრომლებს ადგილობრივ ახალგაზრდებთან;
ორგანიზებას გაუწევს საინფორმაციო შეხვედრებსა და მცირე აქტივობებს;
იქნება ახალგაზრდებსა და სააგენტოს შორის საკომუნიკაციო ხიდი.
რას მიიღებ?
სპეციალურ გადამზადებას თბილისში;
ლიდერული და ციფრული უნარების განვითარებას;
ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდულ ქსელში ჩართვას;
გამოცდილებას, კარიერული ზრდის მიზნით
საუკეთესო დელეგატებს ელოდებათ საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი“ - ნათქვამია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განაცხადების მიღება 2026 წლის 20 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით იწარმოებს. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაცია შეგიძლიათ შემდეგი ლინკის გამოყენებით: https://forms.office.com/e/7imztg06zA?origin=lprLink






