STV
არჩევნები ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

მამუკა მდინარაძე: უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება თვითმმართველობის არჩევნებისათვის

უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება თვითმმართველობის არჩევნებისათვის, პირობას ვაძლევ საზოგადოებას, რომ ,,ქართული ოცნება” მოიპოვებს მეათე დამაჯერებელ გამარჯვებას – ჩვენი ოპონენტები დამარცხებისათვის არიან განწირულები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ  უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, მისი პარტიის გაცხადებული მიზანია, 64-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნების მოგება და დამაჯერებელი გამარჯვება, ხოლო “აგენტურული პარტიები ვეღარასდროს გაიმარჯვებენ”.

,,ერთ-ერთი საინტერესო საკითხი არის თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნები. მომდევნო დღეებში ნამდვილად არა, მაგრამ უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება არჩევნებისათვის, რომელშიც ჩართული იქნება პარტიული სტრუქტურის ყველა რგოლი. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნები როგორც მერის, ასევე, საკრებულოს არჩევნებზეა საუბარი და გავიმარჯვოთ დამაჯერებლად, რისთვისაც, როგორც აღვნიშნე, უახლოეს პერიოდში დავიწყებთ მზადებას და პირობას ვაძლევ საზოგადოებას, რომ რიგით მე-10 არჩევნებში ,,ქართული ოცნება” მოიპოვებს მე-10 დამაჯერებელ გამარჯვებას.

ჯერ კიდევ არის დრო და ჩვენი ოპონენტები (ოპონენტებად თუ იწოდებიან) არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი დამარცხებისათვის არიან განწირულები, რადგან საქართველოში აგენტურული პარტიები ვეღარასდროს გაიმარჯვებენ”, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

რედაქტორი

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 134 წელი აღნიშნეს

რედაქტორი

დღეს ევროვიზიაზე ზუგდიდელი მარიამ შენგელია იმღერებს

რედაქტორი