აბაშის მერიამ მრავალშვილიან დედებს საჩუქრები გადასცა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, გიგა ჯვარელიამ, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა არასრულწლოვანთა, მრავალშვილიან დედებს, დედის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ინფორმაციას აბაშის მერია ავრცელებს.
,,ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ყველა დედას გილოცავთ დედის დღეს და გაზაფხულის დღესასწაულებს, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულსა და კეთილდღეობას” - ნათქვამია მერიის კიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.





