STV
ამბები სვანეთიდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი „ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, დავით ვერავასთან, პარლამენტის წევრებთან – სოზარ სუბართან და ვიქტორ ჯაფარიძესთან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად „ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტით, მესტიის ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები მოიცავს საფეხმავლო ზონის კეთილმოწყობას, ასევე მიმდებარე ღობეების და ფასადების რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში, სოფელ ჭოლაში მიმდინარეობს ცენტრალური წყლის სისტემისა და წყალარინების ქსელის მოწყობაც. დაგეგმილია სამანქანო გზის რეაბილიტაცია, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტრანსპორტით გადაადგილებას.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის ოლქის დელეგატი ედიშერ თოლორაია გახდა

რედაქტორი

ზუგდიდის ტექნოპარკმა 2025 წლის ანგარიში წარადგინა

რედაქტორი

დავით კოდუა: მოხდება ანაკლია-განმუხურის საზღვაო კურორტის განვითარება მრავალი მიმართულებით

რედაქტორი