,,ოდიში 1919”-მა ახალი სეზონის სათამაშო მაისურები წარადგინა

საფეხბურთო კლუბმა ,,ოდიში 1919” 2026 წლის ოფიციალური სათამაშო მაისურები წარადგინა.
,,ეს არ არის მხოლოდ ეკიპირება — ეს ჩვენი ქალაქის, ისტორიისა და იმ პრინციპების ერთობლიობაა, რომელსაც ერთგულად ვემსახურებით. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ ფასეულობებს, რომლებსაც ჩვენი მაისურით ვატარებთ” წერია კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, წელს კლუბის მაისურზე კომერციული ლოგოს ნაცვლად საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთუს (CHCA) სიმბოლიკა განთავსდება.
,,ჩვენ ვირჩევთ სოციალურ პასუხისმგებლობას და სოლიდარობას უკეთესი მომავლისთვის” - წერია გუნდის განცხადებაში.
ოდიშმა წარმატებას გასული წლის სეზონზე მიაღწია, ის მესამე ლიგიდან მეორე ლიგაში გადავიდა.
გუნდი ახალი გეგმებითა და ფეხბურთელებით შეხვდება ახალ საფეხბურთო სეზონს. ,,ოდიში 1919”გეგმავს, რომ 2026 წელს პირველ ლიგაში გადავიდეს.
ამავე თემაზე: ,,ოდიში 1919”-ს ახალი ფეხბურთელები ჰყავს - საიდან განხორციელდა ტრანსფერები











