მუნიციპალიტეტების განვითარების სტრატეგიები დღეს რწმუნებულის ადმინისტრაციაში განიხილეს

მუნიციპალიტეტების განვითარების სტრატეგიებზე გრძელვადიანი დოკუმენტების შემუშავების პროცესის სამუშაო შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს დოკუმენტების შემუშავების ეტაპები, სტრუქტურა და ფორმატი. სტრატეგია უნდა ემყარებოდეს რეალურ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საჭიროებებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ პოტენციალს.
შეხვედრას რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სამუშაო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.






