STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები ეკონომიკა მთავარი ამბები

ზურა სიჭინავა: ანაკლიის პორტში საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურში საზღვაო სამუშაოები, რომელიც 2024 წლის სექტემბერში დაიწყო, კონტრაქტის თანახმად, დაახლოებით 3 წელში დასრულდება. ქართველ პარტნიორებთან ერთად, პორტის საზღვაო აკვატორიის მშენებლობას მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი, მაღალი რეპუტაციის, გამოცდილი, ევროპული საზღვაო მშენებელი კომპანია Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ახორციელებს, რომელიც საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე შეარჩია. 


როგორც კომპანია „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ განაცხადა, ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და ტალღმტეხელის პროექტირება  – მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მისი თქმით, მიმდინარეობს ზღვაში ჩასაწყობი ქვის ლოდების/ინერტული მასალის ტრანსპორტირება სხვადასხვა მეზობელი რეგიონებიდან (იმერეთი, აჭარა, გურია) და ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე დასაწყობება. 


ზურაბ სიჭინავას ინფორმაციით, დღეში დაახლოებით 100-120 სატვირთო მანქანა შემოდის სამშენებლო ტერიტორიაზე და ხდება ქვის ლოდების მომარაგება. უკვე მოეწყო და მაისის თვეში ექსპლუატაციაში შევა ბეტონის სხვადასხვა კუბატურის ე.წ. „იქს ბლოკების” წარმოების პოლიგონი და შესაბამისად ტალღმტეხელისთვის საჭირო სამშენებლო მასალების წარმოება ადგილზე/სამშენებლო მოედანზე განხორციელდება. მისი თქმით, დანიის სამეფოს დედაქალაქში – ქალაქ კოპენჰაგენში არსებულ DHI-ს ლაბორატორიაში მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება ანაკლიაში ასაშენებელი ტალღმტეხელის ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის კვლევა-შეფასება. 
„ამჟამად მიმდინარეობს მომავალი პორტის ტერიტორიაზე საჭირო ოდენობის სამშენებლო მასალების დასაწყობება, რათა უშუალოდ მშენებლობის პროცესს ხელი არ შეეშალოს და დაახლოებით 1,5 კმ-ის ტალღმტეხელის მშენებლობა საპროექტო ვადებში დასრულდეს. ასევე დაგეგმილია ნავსადგურში შემომავალი არხის მაქსიმალური დაღრმავება, რათა დიდი მოცულობის გემები შემოვიდნენ და ამ მიზნით დაგეგმილია 10 მლნ კუბური მეტრი ქვიშის ამოღება,” – აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ. 


კომპანია „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორის თქმით, იმ დროისთვის, როდესაც სახელმწიფო შეარჩევს საერთაშორისო პარტნიორს ანაკლიის პორტის პროექტისთვის, ნავსადგურის აკვატორიაში საზღვაო სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა

რედაქტორი

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

რედაქტორი

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

რედაქტორი