STV
ამბები აფხაზეთიდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი აღნიშნული თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადებას თავად მგალობლიშვილი ავრცელებს:

„გუნდთან და პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა.

მინდა მადლობა გადავუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამინისტროების ყველა თანამშრომელს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მხარდაჭერისთვის, იმ ათასობით დევნილს, რომელსაც პირადად შევხვდი ამ მოკლე დროში, მაგრამ ჩვენ შევძელით მცირედი, თუმცა ნაყოფიერი პროექტების განხორციელება.

მადლობა მხარდაჭერისთვის, მე ვრჩები თქვენთან როგორც ენგურს გაღმა, ასევე გამოღმა მცხოვრებ დროებით დევნილი მოქალაქეების უფლებების სადარაჯოზე“ – წერს მგალობლიშვილი

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

11 ნოემბერს ,,აბაშობა” გაიმართება

რედაქტორი

წალენჯიხის მერის მოადგილეებად ბესიკ ფარცვანია და გიორგი კვარაცხელია დაინიშნენ

რედაქტორი

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 10 ნოემბრიდან დაიწყება

რედაქტორი