STV
ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები საზოგადოება

სახელმწიფო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე განაცხადის გაკეთება დღეიდან არის შესაძლებელი

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება დღეიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის მეშვეობით, სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 ათასამდე კონკურსზე შეუძლიათ.

პროგრამა სამთვიანია. სტაჟირების გავლას მოქმედი სტუდენტები და ის ადამიანები შეძლებენ, რომლებმაც 2024-25 სასწავლო წელს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხური დაასრულეს. სტაჟირებაზე აპლიკანტების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი მათი აკადემიური მოსწრება იქნება. აუცილებელია ქულათა საშუალო მაჩვენებელი მინიმუმ 71 იყოს, GPA კი – 2.7 . კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება – განაცხადების გადარჩევის შემდეგ სტაჟირების მსურველებს გასაუბრების გავლა მოუწევთ. შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის ოლქის დელეგატი ედიშერ თოლორაია გახდა

რედაქტორი

ზუგდიდის ტექნოპარკმა 2025 წლის ანგარიში წარადგინა

რედაქტორი

დავით კოდუა: მოხდება ანაკლია-განმუხურის საზღვაო კურორტის განვითარება მრავალი მიმართულებით

რედაქტორი