STV
ამბები სვანეთიდან ახალი ამბები დღის ამბები კულტურა მთავარი ამბები

მესტიაში „სვანეთობის“ დღესასწაულს დავით ვერავა დაესწრო

დღეს „სვანეთობაა“, დღესასწაული მესტიის ცენტრში, სეტის მოედანზე იმართება. დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების პავილიონებთან, წარმოდგენილია ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები, ძველი სვანური საყოფაცხოვრებო ნივთები და სვანური კულინარია.

პარალელურად მიმდინარეობს ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მოადგილეებთან, მესტიის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ესწრება.

დღესვე გაიმართა მესტიის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება. სახელმწიფო რწმუნებულმა და მესტის მერმა აღნიშნული წოდება, ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონს ლუხუმ ჩხვიმიანს გადასცეს.

„სვანეთობის“ ფარგლებში დღესვე სტარტს აიღებს მესტიის საერთაშორისო მთის ფილმების ფესტივალი, რომელიც 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„სვანეთობა“ ყოველწლიურად, კვირიკობის დღესასწაულის მეორე დღეს იმართება, ის სვანური ტრადიციების, კულტურის, ფოლკლორის, რეწვისა და ადგილობრივი კულინარიის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

11 ნოემბერს ,,აბაშობა” გაიმართება

რედაქტორი

წალენჯიხის მერის მოადგილეებად ბესიკ ფარცვანია და გიორგი კვარაცხელია დაინიშნენ

რედაქტორი

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 10 ნოემბრიდან დაიწყება

რედაქტორი