STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები კულტურა მთავარი ამბები

თამაზ მოსია 80 – საიუბილეო საღამო ზუგდიდში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის, საკონცერტო დარბაზში, თამაზ მოსიას საიუბილეო საღამო გაიმართა. სცენაზე ლეგენარულ მოცეკვავესთან ერთად წარსდგნენ „ჩელას” ყველა თაობის მოცეკვავეები.

რესპუბლიკის დამსახურებული არტისტების ლენა კეიდიასა და შალვა მოსიას „ხელოვნების ოაზისად წოდებულმა“ ოჯახმა ერს ხუთი შვილი აღუზარდეს. მათ შორის, ჯემალ, ლერი და თამაზ მოსიების მოღვაწეობა წილნაყარია ქართულ კულტურასთან, კერძოდ ქართულ ქორეოგრაფიასთან.

სუხიშვილების ოქროს თაობას , 1959 წლიდან 1970 წლამდე ამშვენებდნენ ძმები მოსიები. ეს იყო ერთადერთი ფაქტი ანსამბლის ისტორიაში, როცა სამი ძმა ერთდროულად მოღვაწეობდა საქართველოს აკადემიურ ანსამბლში.

ანსალმბლთან ერთად, მათ მოვლილი აქვთ მსოფლიოს ხუთივე კონტინენტი. პლანეტის უდიდესი ქალაქების თეატრთა სცენებს ახსოვთ სამი ძმა მოსიების განუმეორებელი ცეცხლოვანი ფანდები („ტრიუკები“) ძმებ მოსიებს შეარქვეს „სცენაზე მფრინავი მოცეკვავეები“.

მოგვაინებით, თამაზ მოსია აგრძელებს მოღვაწეობას საქართველოს საუკეთესო ანსამბლებში. საქართველოს ფილარმონიაში აყალიბებს მოცეკვავეთა ჯგუფს „ცერული“. ხოლო 1983 წელს თამაზ მოსია ბრუნდება მშობლიურ ქალაქში. 1984 წელს, თამაზ მოსია ინიშნება ზუგდიდის „მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოების“ თავმჯდომარედ და სამხატვრო ხელმძღვანელად. გასული საუკუნის 90-იან წლებში მუშაობდა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორად, თამაზ მოსია გახლავთ ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის რაინდის წოდების ორდენოსანი, ზუგდიდის საპატიო მოქალაქე.

თამაზ მოსიას ცხოვრების გზა სისხლხორციელად უკავშირდება ქორეოგრაფიულ ხელოვნებას და ანსამბლ „ჩელას. ძმებ მოსიებს 2019 წელს ზუგდიდის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის შენობის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

მსგავსი სიახლეები

სვანეთში, სოფელ ეცერში ავტოავარიას 2 ძმა ემსხვერპლა

რედაქტორი

საქართველოს ნაკრებისთვის ჩემპიონატზე გასვლის პრემია 3 მილიონი ლარი იქნება

რედაქტორი

ზუგდიდში პირველი წიგნსაცავისა და სამკითხველოს გახსნიდან 112 წელი გავიდა

რედაქტორი