STV
ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები მსოფლიო

აშშ-მა რუსულ ბანკებთან ტრანზაქციები დროებით დაუშვა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსულ ბანკებთან, როგორებიცაა „ცენტრალური ბანკი“, VTB, „სბერბანკი“ და „ალფა-ბანკი“, ენერგეტიკის სფეროში ტრანზაქციები დროებით დაუშვა.

მედიის ინფორმაციით, ენერგეტიკის სექტორში ანგარიშსწორებისთვის ოპერაციები 2024 წლის 1-ელ ნოემბრამდე, შესაძლო გახანგრძლივების პირობით, დაამტკიცეს.

უწყება განმარტავს, რომ ენერგეტიკის სფეროში ოპერაციებად ჩაითვლება ტრანზაქციები, რომლებიც ნავთობის, თხევადი გაზის, ხის მასალის, ნახშირის და ურანის მოპოვებას, წარმოებას, გადამუშავებას, ტრანსპორტირებას და შეძენას ეხება. ლიცენზიის მიხედვით, ასევე დასაშვებია რუსულ ბანკებთან ტრანზაქციები, რომლებიც დაკავშირებულია ენერგიის წარმოებასთან, მიწოდებასთან ან გაცვლასთან ნებისმიერი საშუალებით.

ცნობისთვის, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ვაშინგტონმა რუსული ბანკების წინააღმდეგ სანქციები არაერთხელ დააწესა. სანქციები შემოიღეს ფინანსური ინსტიტუტების მიმართაც, რომლებიც ოპერაციებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებენ.

მსგავსი სიახლეები

დადიანი პროდაქშენი დღეიდან ბაზარზე Dadiani Group-ის სახელით იქნება წარმოდგენილი – რა ცვლილებებია კომპანიაში

რედაქტორი

ზუგდიდში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო

რედაქტორი

17 მაისის, 13 საათზე ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში მსვლელობა გაიმართება

რედაქტორი