აბაშის საცხენოსნო იპოდრომი, ქართულ-ხალხური ცხენოსნობის ფესტივალს – “აღორძინების თასი 2024-ს” მასპინძლობს. ფესტივალი ერთდღიანია და მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხის საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
პროგრამაში ისინდი, ცხენბურთი, დოღი და მარულაა წარმოდგენილი. გამარჯვებულ გუნდებს და ცხენოსნებს ფულადი ჯილდოები და სხვადასხვა პრიზები გადაეცემათ. საცხენოსნო შეჯიბრს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით და აბაშის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნული ფედერაცია ატარებს.