STV
რეგიონი

ბესიკ ჭეჟია: ნაციონალურმა მოძრაობამ იცის რომ არღვევეს კანონს, აფერხებს საკრებულოს მუშაობას და ამას აკეთებს მიზანმიმართულად

ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოშიმშილეთა შეყვანას დესტრუქციულ ქმედებად აფასებს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ჭეჟია. ბესიკ ჭეჟიას განცხადებით, ნაციონალურმა მოძრაობამ იცის რომ აფერხებს სამუშაო გარემოს, ხელს უშლის საკრებულოს ფუნქციონირებას, არღვევს კანონს, თუმცა ამას განგებ აკეთებს, რადგან სურს ხმაურის ატეხვა.

„მერიას აქვს ვალდებულება, რომ ყოველი წლის არა უგვიანეს 15 ნოემბრისა, მომდევნო წლის ბიუჯეტი განსახილველად შეიტანოს საკრებულოში. რაც შეასრულა კიდეც მერიამ. ამის შემდეგ საკრებულოს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ამ ბიუჯეტის პროექტის საჯაროობა, განიხილონ კომისიებსა ფრაქციებში და შენიშვნებით, უკან, არაუგვიანეს 25 ნოემბრისა მიუბრუნოს მერიას განსახილველად. ზუსტად ამ პროცესებში ვართ დღეს. არაფერი განსაკუთრებული დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ ხდება“.

ზუგდიდის მოქმედი საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრები ესწრებოდნენ საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის განხილვებს, შესაბამისად ბესიკ ჭეჟიასთვის გაუგებარია ახლა რატომ აპროტესტებს კანონიერ ქმედებას და ბიუჯეტის ვადებში განხილვას ნაციონალური მოძრაობა.

„როგორც კი შემოვიდა ბიუჯეტი, ბიუჯეტის განხილვის ვადებსა და ა. შ. წყვეტს მუნიციპალიტეტის ბიურო. ბიუროს შემადგენლობაში შედიან როგორც სახელისუფლებო პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელები, ასევე ოპოზიციური ფრაქციის ხელმძღვანელები. „ბიუროზე იქნა განხილული და დადგენილი ვადები როდის განეხილათ კომისიურად საკრებულოში ბიუჯეტის პროექტი და როდის ფრაქციებს და როდის მოგვეწყო საჯარო განხილვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. აქედან გამომდინარე ბიუჯეტის პროექტი განხილულ იქნა ამ გრაფიკის შესაბამისად კომისიებში. ამ კომისიების მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ოპოზიციის და ჩვენი დეპუტატები. გაოცებული ვარ მათი ქმედებით, ოპოზიციის დეპუტატები თავიდან ბოლომდე, სრულფასოვნად, აქტიურად იყვნენ ჩართული კომისიურ განხილვებში“.

საკრებულოს კომისიების, ფრაქციების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული პირების, მოქალაქეების წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტზე არა უგვიანეს 17 ნოემბრის 18:00 საათისა ბარდება საკრებულოს აპარატს (მისამართი: ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N45).

ასევე შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: sakrebulozugdidi@gmail.com ასევე გიგზავნით ფოტოებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქტიურად იყვნენ ჩართული 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომისიო განხილვებში, რომლებიც 15 ნოემბერს გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

მესტიას ახალი აეროპორტი ექნება – პროექტირებაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა

რედაქტორი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, სტიქიის შედეგების კომპენსაციისა და ლიკვიდაციისთვის, მთავრობის განკარგულებით 3 740 000 ლარი გამოეყო

რედაქტორი

ხობის მერია: მოვუწოდებთ საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველოს მეტი კომპეტენცია გამოიჩინონ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი