STV
ახალი ამბები კულტურა რეგიონი

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა გალა კონცერტით დასრულდა

ზუგდიდში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო 17:10 საზეიმოდ აღინიშნა. საქართველოს ჰიმნი თბილისის ქალთა გუნდმა შეასრულა. ღონისძიებაზე საქართველოს გიგანტური დროშა გაშალეს.

ჰიმნის შესრულების შემდეგ შემაჯამებელი კონცერტი დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა ელენე ფოჩხუამ, სოფო ბედიამ, თიკა მახალდიანმა, ანი კეკუამ და „რეზო და ბავშვებმა“ შეასრულეს.

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობები გაიმართა.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სპეციალურად მოწყობილ სივრცეში საქართველოს სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტებს, რუკებს, ფოტოებსა და აქტივობებს გასცნობოდნენ. გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია.

ზუგდიდის ბულვარში გაიმართა მეგრული „სთრიდ ფუდის“ ბაზარი, სადაც წარმოდგენილი იყო მეგრული მრავალფეროვანი ტრადიციული და გათანამედროვებული კერძები. მოეწყო საბავშვო აქტივობები და გუნდური თამაშები. გამოიფინა თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა.

მსგავსი სიახლეები

ხობში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

რედაქტორი

ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე ჩხოროწყუში აღნიშნეს

რედაქტორი

მარტვილში ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი